ახალი ამბები
ინფრასტრუქტურის მინისტრი ანაკლიის პორტის მშენებლობის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო
ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტის მოსამზადებელი სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ დაათვალიერა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს მასთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დირექტორის მოადგილეც გაეცნენ.



ალავიძის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ქვეყნის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი სულ 9 ფაზისგან შედგება და 100 მილიონი ტონის ტვირთბრუნვაზეა გათვლილი. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 2,5 მილიარდი დოლარია.


Print