ახალი ამბები
ზუგდიდში წითელას 21 შემთხვევა დაფიქსირდა
ბოლო ორი თვის განმავლობაში სამეგრელოში წითელას 32, ზუგდიდში კი 21 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ააიპ-ის საზგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ნანა ოდიშარიამ განუცხადა.

„მთელი საქართველო, ფაქტობრივად, რისკ-ჯგუფია. სამეგრელო ამჟამინდელი სტატისტიკით, მესამე ადგილზეა მაშინ, როცა გასულ წელს ზუგდიდში მხოლოდ 2 შემთხვევა იყო. სულ საქართველოში 2018 წლიდან წითელას 32 ფაქტი დაფიქსირდა“, - თქვა ნანა ოდიშარიამ.

რაც შეეხება ვაქცინაციას, მისი თქმით, პროცედურის ჩატარება ზუგდიდში სპეციალურ კაბინეტებთან ერთად ამბულატორიებსა და სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაშია შესაძლებელი.

საქართველოში 1990 წლიდან წითელას ფართომასშტაბიანი ეპიდემია რეგისტრირებული არ ყოფილა, 2004-2005 წლამდე, როდესაც აღირიცხა დაავადების 8 391 და გარდაცვალების 9 შემთხვევა.

წითელას შემდეგი დიდი აფეთქება აღინიშნა 2013-2015 წლებში, როცა დაავადდა 11 000 მეტი ადამიანი, უპირატესად მოზრდილები და 5 წლამდე ასაკის ბავშვები.



Print