ახალი ამბები
ჯგალში ავტოავარიისას დაშავებული მეორე პირიც გარდაიცვალა
წალენჯიხის რაიონის სოფელ ჯგალში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული პირი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში შეყვანიდან მალევე გარდაიცვალა. ინფორმაცია რადიო "ათინათს" საავამდყოფოს დირექტორმა ნიკა ჭეჟიამ დაუდასტურა.

ავტომობილი ქვეითად მოსიარულეებს წუხელ დაეჯახა, რის შედეგადაც ერთი პირი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მრავლობითი დაზიანებებით გადაიყვანეს. 

შს სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


ამავე თემაზე:

ჯგალში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაშავდა
Print