ახალი ამბები
გარემოს დანაგვიანებისთვის ზუგდიდში ერთი პირი დააჯარიმეს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ააიპ ,,ზუგდიდდასუფთავების ცენტრი''-ს ზედამხედველობის ჯგუფის წევრებმა გეგმიური ინსპექტირებისას ქალაქის ტერიტორიაზე სამართალდამრღვევი პირი გამოავლინეს. ინფორმაციას ამის შესახებ ააიპ ავრცელებს. გარემოს დანაგვიანებისათვის ფიზიკური პირი 32-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად 200 ლარით დაჯარიმდა, რაც 1მ3 -მდე მოცულობით სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენით გარემოს დანაგვიანებას ითვალისწინებს.

ააიპ,,ზუგდიდდასუფთავების ცენტრი''-ს ზედამხედველობის ჯგუფი ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს მოუწოდებს, თავი შეიკავონ სამშენებლო,ინერტული და სხვა სახის ნარჩენების თვითნებურად დაყრისაგან და მიუთითებს,რომ აღნიშნული ნარჩენები მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად გამოყოფილ,ნებადართულ ადგილებში და ტერიტორიებზე განათავსონ.



Print