ახალი ამბები
ხვალიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა რამდენიმე თვით იკრძალება
28 თებერვალს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი სრულდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ გადამფრენ ფრინეველებზე ნადირობა 1-ლი მარტიდან მიმდინარე წლის აგვისტომდე აიკრძალება.

„აკრძალულ პერიოდში ნადირობა 500-700 ლარის ოდენობით საჯარიმო სანქციასა და მოპოვებული ობიექტის კონფისკაციას ითვალისწინებს. ფრინველის უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში, საჯარიმო თანხას გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხაც ემატება. თუ მოპოვებული ნანადირევით გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, პირის მიმართ, შესაძლოა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამინისტროს ცნობით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები მთელი საქართველოს მასშტაბით, გაამკაცრებენ კონტროლს ამ მიმართულებით. დეპარტამენტი კი ნადირობის მოყვარულებს მოუწოდებს, მკაცრად დაიცვან კანონი და დაწესებული ვადები.

Print Email
FaceBook Twitter
დღის სიახლეები
21 / მაისი 2019
სენაკის საკრებულოს ფრაქცია „სენაკელების“ წარმომადგენლის, „ევროპული საქართველოს“ წევრის ბორის სოსელიას მტკიცებით, მას „ქართული ოცნებიდან“ მაჟორიტარმა ზაზა ნაჭყებიამ სცემა.
21 / მაისი 2019
“თიბისი ბანკის” თანადამფუძნებლის ბადრი ჯაფარიძის ინფორმაციით, ანაკლიის პორტის პროექტს არანაირი შეფერხება არ ემუქრება, ხოლო  სამუშაო პროცესი მიმდინარეობს.
21 / მაისი 2019
ზუგდიდში, 83-ე საარჩევნო უბნის გადასატანი ყუთი საოლქო კომისიის სხდომაზე, საჩივრების განხილვის დროს გახსნეს. აღმოჩნდა, რომ გადასატან ყუთში მოთავსებულ ბიულეტენებში 19-დან 18-მა ამომრჩეველმა
საზოგადოება
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 90% ამბობს, რომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის
ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. საზღვარზე გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან დღეს, 19 მაისს, სამი წელი გავიდა.
ტერაბანკმა კონკრეტულ სეგმენტზე მორგებული კიდევ ერთი ახალი პროდუქტი შექმნა. ამჯერად ბანკი მარტივად სესხით სარგებლობის შესაძლებლობას იმ მომხმარებლებს აძლევს, რომლებიც კერძო რეპეტიტორულ საქმიანობას ეწევიან.
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 24 °C
img
სოხუმი 22 °C
img
ფოთი 23 °C
img
მესტია 13 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.