რეგიონი
„საუკეთესო“ - ჯილდო ყველაზე წარჩინებულ მოსწავლეს
საქართველოს სასწავლო ცენტრის (GLC) ზუგდიდის ფილიალმა ნოვატორულ იდეას, რაც საუკეთესო მოსწავლეების წახალისებას გულისხმობს, საფუძველი ჩაუყარა.



პირველი სპეციალური ჯილდო - ვერცხლის სამაჯური წარწერით "საუკეთესო", რომელიც თავად მოსწავლეებმა შეარჩიეს, დღეს მე-8 კლასის მოსწავლეს ბარბარე ბერიშვილს გადაეცა. სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მან ყოველთვიურ რეიტინგში საუკეთესო შედეგი აჩვენა. იდეის მიზანი მოსწვლეთა მოტივაციიის ამაღლების და ჯანსაღი კონკურენციის დამკვიდრებაა.



„მადლობა სკოლის ადმინისტრაციას ამ შესაძლებლობისთვის და რუსუდან შანავას, რომელმაც სამაჯურის დიზაინი შეიმუშავა. იმედს ვიტოვებთ, რომ შემდეგ თვეში სამაჯურის მფლობელთა რიცხვი გაიზრდება“, - თქვა პედაგოგმა თეა ლაშხიამ.

GLC-ში საუკეთესო მოსწავლეების გამოვლენა და სამაჯურების გადაცემა ყოველთვიურად იგეგმება.

Print