ახალი ამბები
„მოიზიდე და მოკალი“ - ახალი ბრძოლის მეთოდი ფაროსანას წინააღმდეგ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აზიურ ფაროსანასთან წინააღმდეგ საბრძოლველად აქტიურ ღონისძიებების დაწყებას აპრილიდან გეგმავს.

„აზიური ფაროსანას გამოსვლა იწყება მაშინ, როდესაც სადღეღამისო ტემპერატურა 15-17 გრადუსი და მეტია. ამ პერიოდისთვის, გვექნება საქართველოზე სრულიად დაკვირვება და როდესაც საჭიროდ იქნება მიჩნეული ჯგუფების შექმნა, მინდორში გასვლა და ხალხთან საუბარი, შეიქმნება მოხალისეთა ჯგუფები. ინტენსივობა მოიმატებს საჭიროების მიხედვით. ჯერჯერობით პიკი არ გვაქვს. როგორც კი გაჩნდება აზიურ ფაროსანასთან წინააღმდეგ ბრძოლაში დამატებითი კომპონენტის შეტანის აუცილებლობა, ამ რეკომენდაციებსაც გასცემს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის სააგენტო. ჩვენ ამისთვის სრულიად საქართველოში განვათავსებთ ფერომონებს, რომელიც ამ მავნებლის მიმზიდველია, ის იჭერს მწერს. ყოველკვირეული მონიტორინგის საფუძველზე განვსაზღვრავთ იმ წერტილებს, როდის უნდა დავიწყოთ ფაროსანასთან ბრძოლა. წინა წელს განთავსებული იყო 21 ათასი ფერომონი, მიმდინარე წელს შეძენილია 100 ათასზე მეტი ფერომონი იმისთვის, რომ გამოვიკვლიოთ ყველაზე მეტად დაზიანებული კერები. ამავე ფერომონების მეშვეობით გვექნება საშუალება „მოიზიდე და მოკალის“ პრინციპი დავნერგოთ. შეიქმნება ადგილები, სადაც ფერომონების საშუალებით მოვიზიდავთ მავნებელს და მოხდება მათი ლიკვიდაცია წერტილოვანი დარტყმით, რათა არ მოხდეს მთლიანად ტყის მასივების, გარემოს შეწამვლა, რაც არ შეიძლება“, - თქვა მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა.

მინისტრის მოადგილე ასევე აღნიშნავს, რომ მავნებლის წინააღმდეგ საბრძოლველად საქართველოს ტექნიკური საშუალებები საკმარისი აქამდე არ ჰქონდა, თუმცა, წელს საჭირო ღონისძიებები რამდენიმე მიმართულებით გატარდება.



წყარო: ipn


Print