რეგიონი
ენგურჰესთან მოძრაობა ცალმხრივად აღდგა
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 33-ე კმ-ზე (ენგურჰესთან) მოძრაობა ცალმხრივად აღდგა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ ცალმხრივად. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობის ორმხირვ რეჟიმში აღსადგენად საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენისურად გრძელდება.


Print