რეგიონი
მორიგი დაკითხული მოწმე კორცხელის საქმეზე: დიდი დრო გავიდა მიჭირს დეტალების გახსენება
ე.წ კორცხელის საქმეზე ზუგდიდის რაინულ სასამართლოში 10 მოწმეს, მათ შორის, შულადეურ არჩევნებში მონაწილე ერთ-ერთი კანდიდატის შვილს, დიმა ლაშხიას მოუსმინეს. მან სასამართლოს განუცხადა, რომ ინციდენტის დროს უმნიშვნელო დაზიანებები მიიღო. საარჩევნო უბანთან მმართველი პარტიისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი მისთვის უცნობია.

„მე, რომ მივედი ჩხუბი უკვე დაწყებული იყო. ბიძაშვილი ვნახე ნაცემი... მის წამოსაყვანად წავედი, რა დროსაც მეც დამარტყეს ზურგის არეში. არ მიგვრძნია ტკივილი. არ ვიცი ვინ ჩხუბობდა და ვინ ვის ეჩხუბებოდა“, - აღნიშნა ლაშხიამ.
მოწმის ამ ჩვენების გამო, პროკურორმა ლაშხიას მიერ გამოძიებსითვის 2 წლის წინ მიცემული ჩვენების ოქმის გამოქვეყნება ითხოვა.

„როდესაც მოვედი ჩხუბი დაწყებული იყო. დავინახე, როგორ ექაჩებოდა ათი ჩემთვის უცნობი ტიპი ნიკანორ მელიას. დავინახე რომ ძირს ეგდო ნაცემი გიგა ბოკერია. ვნახე აგრეთვე ჩემი ბიძაშვილი, რომელიც ნაცემი იყო. როდესაც მის დასახმარებლად წავედი, მეც დამარტყეს, ვიგრძენი ძლიერი ტკივილი, მერე საავადმყოფოშიც წამიყვანეს“, - ეწერა დიმა ლაშხიას პირველ ჩვენებაში.

ამის შემდეგ, მას ბრალდებულების ადვოკატმა ზურაბ ბელთაძემ ჰკითხა, თუ რატომ იყო მისი ჩვენებები განსხვევბული, რაზეც მოწმემ უპასუხა, რომ მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და ფაქტები კარგად არ ახსოვს.

აღნიშნულ საქმეზე შემდეგი პროცესები 18,19, 20 აპრილს გაიმართება. ზუგდიდის სასამართლომ კიდევ სამ მოწმეს მოუსმენს, მათ შორის ენმ-ს ერთ-ერთ ლიდერს ნიკანორ მელიას.

პროცესის დასრულების შემდეგ, ზურაბ ბელთაძემ რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ ბრალდებულების მხრიდან არანაირ ხულიგნობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია და ინციდენტში ორი დაპირისპირებული მხარე მონაწილეობდა.

„ორმხრივი ჩხუბი იყო. ორი მხარე ურტყამდა ერთმაენთს ხელ-ფეხს. ორი ერთმანეთთან დაპირისირებული ადამიანათა ჯგუფი, რომელთაც ჰქონდათ კონფლიქტი, როგორც სიტყვიერი შეურაცყოფების გამო ასევე პოლიტიკური შეხედულებების გამო. არავიათარ ხულიგნობას ადგილი არ ჰქონა. ხულიგნობა არის ყველა ადამიანის მიმართ განხორციელებული ქმედება. იქ მსგავსი რამე არ ყოფილა, იქ იყო კორცხელის მოსახლეობა, იქ იყვნენ ჟურნალისტები და პოლიცილელები, რომელებისთვისაც ზედმეტი ხმა არავის გაუცია. იყო ხელჩართული ჩხუბი რომელსაც ყველა მოწმე ცალსახად აფიქსირებს“, - თქვა ადვოკატმა.

ზურაბ ბელთაძისგან განსხავებულ ინფორმაციას იძლევა მოწმის სტატუსით წინა სხდომებზე დაკითხული ჟურნალისტები. საზოგადოებრივი მაუწყებლის რეგიონულმა ჟურნალისტმა ნატალია ბერულავამ სასამართლოს უთხრა, რომ ბრალდებულები აგრესიულები იყვნენ ჟურნალისტების მიმართაც და მათ გადაღებას უშლიდნენ.  "პირველი არხის" მსგავსი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს ინტერნეტ გამოცემა „ლაივპრესის“ და რადიო "თავისუფლების" ჟურნალისტმა თამარ ზანთარაიამ. 

„ჩვენს მიმართ აგრესიულები იყვნენ, კამერა რამდენჯერმე დამიხურეს, მუშტებით გვემუქრებოდნენ, გვაგინებდნენ“, - განუცხადა სასამართლოს ზანთარაიამ.

საქმეში ექვსი სპორტსმენია ბრალდებული. ხუთ მათგანს ბრალი წარგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე (ხულიგნობა) მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, ხოლო ვლადიმერ გეგეშიძეს ამავე მუხლის მესამე ნაწილით.

2016 წლის 22 მაისს, შუალედურ არჩევნებში, კორცხელის საარჩევნო უბანთან, სპორტსმენები და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დაზიანებები მიიღო რამდენიმე მათგანმა, მათ შორის, დიმა ლაშხიამ, რომელიც ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში იყო გადაყვანილი.

ამავე თემაზე:

კორცხელის საქმეზე დაზარალებული და სხვა მოწმეები დაიკითხნენ

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
23 / აპრილი 2024
24-25 აპრილს, ღამის საათებში თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში შეზღუდვები დაწესდება.
23 / აპრილი 2024
"საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, 2-დან 6 მაისის ჩათვლით, თბილისი - ფოთის მიმართულებით დამატებითი რეისები შესრულდება.
23 / აპრილი 2024
"ზუგდიდში UEFA-ს სტანდარტების შესაბამისი ცენტრალური სტადიონის მშენებლობა 2015 წელს დაიწყეს და 2017-ში უნდა დასრულებულიყო, თუმცა დღემდე არ გახსნილა", - ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაცია "ფლანგვის დეტექტორმა"
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 16 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 18 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.