ახალი ამბები
ზუგდიდის მერიამ საჭადრაკო სკოლის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ საჭადრაკო სკოლის რეკონსტრუქცია-რებილიტაციისთვის 500 000 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, გამარჯვებული კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადა 2-დან 70 წლამდეა.

კერძოდ, შენობის შიდა მოპირკეთება - 2 წელი; სახურავი - 15 წელი; კარ-ფანჯარა - 10 წელი; სან-ტექნიკა და ელექტროობა - 5 წელი; გათბობა-გაგრილებისა და ვენტილაციის სისტემა - 5 წელი; წყალსადენი და გარე ქსელები - 5 წელი;კონსტრუქციული ნაწილი - 70 წელი; ყველა სხვა დანარჩენი სამუშაო - 2 წელი.

ელექტრონულ ტენდერში განაცხადების მიღება 18 მარტს დაიწყება და 23 მარტს დასრულდება.

ზუგდიდის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ზუგდიდის საჭადრაკო სკოლის შენობის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია უახლოეს პერიოდში დაიწყება. სამუშაოების პირველი ნაწილი მიმდინარე წლის მარტიდან წლის ბოლომდე დასრულდება და მისი ღირებულება 500 ათასი ლარი იქნება. რაც შეეხება დანარჩენ სამუშაოებს, 2019 წელს გაგრძელდება.

პროექტის სრული ღირებულება 865 300,87 ლარს შეადგენს და ის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით განხორციელდება.

ამავე თემაზე:

საჭადრაკო სკოლის რეკონსტრუქციისთვის 870 ათას ლარამდე დაიხარჯება
Print