ახალი ამბები
მიმინოშვილი ფოთში საგამოცდო ცენტრის გაუქმებაზე: აბიტურიენტებისთვის მისაღებ გადაწყვეტილებას მივიღებთ
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი აბუტურიენტებს ფოთის მეორე საჯარო სკოლაში შეხვდა. მისი განცხადებით, ფოთში საგამოცდო ცენტრის გაუქმებაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

„არანაირი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა გამართლებული იყოს ის, არ ღირს იმად, რომ აბიტურიენტების გარკვეული ნაწილი ააღელვო და ანერვიულო, იმ დროს, როცა ერთადერთი რაზეც მათ უნდა იფიქრონ არის მოემზადონ გამოცდებისთვის და მაქსიმალურად გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები. ამიტომაც ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც პირველ რიგში აბიტურიენტებისთვის იქნება მისაღები“, - თქვა მაია მიმინოშვილმა.

გუშინ ფოთში, სკოლების მოსწავლეებმა ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის შესაძლო გაუქმება გააპროტესტეს.

ამავე თემაზე:

საგამოცდო ცენტრის აღდგენის მოთხოვნით ფოთში აქცია გაიმართა

Print