ახალი ამბები
ზუგდიდის ბულვარში მანქანა შევარდა
ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, მსუბუქი მანქანა შევარდა და ხეს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, არსებული ინფორმაციით, მძღოლი მსუბუქად დაშავდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები.



შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობას, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზები, ჯერჯერობით, უცნობია.

Print