რეგიონი
აფხაზეთში 9 მარტსაც დაისვენებენ
აფხაზეთში 9 მარტი უქმე დღედ გამოცხადდა. შესაბამის განკარგულება დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ - მინისტრმა ბესლან ბარციცმა ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამოსცა, იტყობინება აფხაზური მედია. ამავე ცნობით, გაცდენილი სამუშაო დღე 1 მარტის შაბათით ჩანაცვლდება. ამდენად, უქმეები 8 დან – 11 მარტამდე გასტანს.

დანარჩენ საქართველოში ქალთა საერთაშორისო დღე – 8 მარტს, ხოლო დედის დღეს – 3 მარტს აღინიშნება. დედის დღე 1991 წლიდან ქვეყნის პირველი პრეზიდენტის – ზვიად გამსახურდიას ინიციატივით 1991 წლიდან დაწესდა და მას 8 მარტი უნდა ჩაენაცვლებინა, თუმცა, მოსახლეობის ნაწილი ორივე დღესასწულს აღნიშნავს.



Print