რეგიონი
კომპანია "სვანეთი ჰიდრო" "მესტია - ჭალა ჰესის" შესახებ განცხადებას ავრცელებს

კომპანია „სვანეთი ჰიდრო“ ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, სვანეთში არსებულ ვითარებას ეხმიანება და აღნიშნულთან დაკავშირებით

განცხადებას ავრცელებს. მას რადიო „ათინათი“ უცვლელად გთავაზობთ.

„გვინდა აღვნიშნოთ, რომ “სვანეთი ჰიდროს“ მიერ დაბა მესტიაში მშენებარე ”მესტიაჭალა 1” და ”მესტიაჭალა 2” არადაგუბებითი ტიპის ჰესებს განეკუთვნება და შენდება თანამედროვე ტექნოლოგიური სტანდარტების სრული დაცვით.მსოფლიოში აღიარებულია, რომ მდინარის მოდინებაზე აგებული ჰესი ეკოლოგიურად ყველაზე უსაფრთხოა და გარემოზე მინიმალური ზემოქმედებას ახდენს. „სვანეთი ჰიდრო“ ჰესის მშენებლობას წამყვან ავსტრიულ კომპანია rpGLOBAL-თან ერთად ახორციელებს. rpGLOBAL-ი ოცდაათწლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაა, რომელიც მსგავსი ტიპის ეკოლოგიურად უსაფრთხო ჰესებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აშენებს, მათ შორისაა ავსტრია, პორტუგალია, ესპანეთი დასხვა. rpGLOBAL-ის მთავარი მიმართულება სწორედ ენერგოგანვითარების სფეროში გარემოსდაცვითი სტანდარტების ინტეგრირებაა. „მესტიაჭალა 1“ და „მესტიაჭალა 2“ ავსტრიული კომპანიების კონსორციუმის Convex-Hydroconsult-ის მიერაა დაპროექტებული. ჰესი დარგში არსებული საუკეთესო ტექნოლოგიებით შენდება, მასში დამონტაჟდება მსოფლიო ლიდერი კომპანიაKOSSLER-ის ტურბინები. აღსანიშნავია, რომ „სვანეთი ჰიდრომ“ კანონით გათვალისწინებული პროცედურებისა და საექსპერტო დასკვნების მოპოვების გარდა, მშენებლობის დაწყებამდე საჯარო განხილვებიც გამართა. მათ შორის მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა მესტიისთემთა საბჭოს წარმომადგენლებთან. ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ სვანეთის ადგილობრივ მოსახლეობას, მათ აზრსა და შეხედულებებს. შესაბამისად ვცდილობთ მაქსიმალურად გავითვალისწინოთ საზოგადოების ინტერესები და რჩევები,რაც ჩვენი მხრიდან არაერთხელ დავაფიქსირეთ. სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით, მესტიაში მუდმივად ვახორციელებთ სხვადასხვა სახის პროექტებს. კომპანიამ მესტიის მოსახლეობისთვის უკვე 1 მლნ ლარის სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები განახორციელა, მათშორის „სვანეთი ჰიდრომ“ ლეო ფილფანის სახელობის სახალხო და ფოლკლორის თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 600 000 ლარი გამოყო. მსგავსი ტიპის სოციალური პროექტები მომავალშიც გაგრძელდება და ვიმედოვნებთ, ამითჩვენს წვლილს შევიტანთ მესტიის განვითარებაში. „მესტიაჭალა1“ და „მესტიაჭალა2“-ის სამშენებლო პროცესის ნახევარზე მეტი შესრულებულია, ხოლო ინვესტიციის 2/3 უკვე განხორციელებულია. მშენებლობის დასრულება 2018 წლის დეკემბერშია დაგეგმილი. იმედი გვაქვს, სამუშაო პროცესიდათქმულ ვადებში დამთავრდება. ეკოლოგიურად უსაფრთხო მწვანე ჰესების მშენებლობა მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, როგორც ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის, ისე განახლებადი ენერგიის განვითარების კუთხით. ჰესისმშენებლობის ნებისმიერ ეტაპზე, ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ყველა დაინტერესებულ პირთან. მივესალმებით ნებისმიერი ტიპის განხილვას, რომელიც კონსტრუქციულ ფორმატში მიმდინარეობს“, - ნათქვამია განცხადებაში.

სვანეთში ჰესების მშენებლბას ადგილობრივვი მოსახელობის ნაწილი აპროტესტებს. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ მსგავსი პროექტების განხორციელება რეგიონის ეკოსისტემას დააზიანებს. ისინი მშენებლობის დაწყებამდე პროექტების საჯარო განხილვასაც ითხოვენ.

ამავე თემაზე:


მესტიის მერი აქციის მონაწილეებს: „ნუ გახდებით პოლიტიკური თამაშის მონაწილეები“

 

Print