რეგიონი
საქველმოქმედო საღამო ძალადობის მსხვერპლ ქალთა მხარდასაჭერად (ვიდეო)
ასოციაცია „მერკურის“ ორგანიზებით ზუგდიდში ქალთა დღის აღსანიშნავად საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა. საღამოზე ხელნაკეთი ნივთების გაყიდვიდან შემოსული თანხა სრულად გადაეცემა ძალადობის მსხვერპლ ქალთა თავშესაფარს, რომელიც გასულ წელს ასოციაცია „მერკურიმ“ პოლონურ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად გახსნა. დამსწრეებისთვის ანსამბლმა „ოდოია“ პოლონელ მოხალისესთან ერთად  ფოლკლორული ნომრები შეასრულა.

„გადავწყვიტეთ განსხვავებული ფორმით აღგვენიშნა 8 მარტი და მოვიწვიეთ ქალთა უფლებებზე მომუშავე პარტნიორი ორგანიზაციები, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.ჩვენი მთავარი მიზანია თავშესაფრის ბენეფიციარებისთვის და მათი საჭიროებებისთვის მოგროვდეს გარკვეული შემოწირულობა“, - აღნიშნა „მერკურის“ დამფუძნებელმა ნანა თოდუამ.

საღამოზე წარმოდენილი იყო ციცინო შენგელიას მიერ შექმნილი ბრენდის - „ციცი HandMade” მიერ წარმოებული პროდუქცია.



„ძალიან მიხარია, რომ შესაძლებლობა მაქვს ჩემი პატარა სახელოსნოს სახელით შევუერთდე ამ მნიშვნელოვან აქციას, რომელიც ასოციაცია „მერკურიმ“ წამოიწყო. მოგეხსენებათ, მათ აქვთ თავშესაფარი ქალებისათვის, რომელიც მდებარეობს ზუგდიდში. გამიხარდა, რომ მივიღე შემოთავაზება და დღეს გაყიდული ნივთები ელემენტარული საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად გადაეცემა თავშესაფარს“ - თქვა ციცინო შენგელიამ.

ძალადობის მსხვერპლ ქალთა თავშესაფრის შენობის რეაბილიტაცია და ფუნქციონირება გასული წლის დეკემბერში პროექტის "ოჯახში ძალადობის პრევენციის სისტემის გაძლიერების და ძალადობის მსხვერპლთა დაცვა საქართველოში" ფარგლებში განხორციელდა, რომელიც პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ არის თანადაფინანსებული.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ასოციაცია "გზამკვლევმა" ბენეფიციარებისთვის ღონისძიება გამართა.
დღის სიახლეები
16 / აპრილი 2024
ზუგდიდის მერია განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების ე.წ ფურშეტისთვის 11 350 ლარს გამოყოფს.
15 / აპრილი 2024
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ინფორმაციით, აზიის განვითარების ბანკმა (ADB, ძირითადი დონორები იაპონია და აშშ) ზუგდიდსა და სხვა მუნიციპალიტეტებში წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის 81 მილიონი ლარი
15 / აპრილი 2024
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მეექვსე ცდაზე კვორუმი შედგა. სხდომას დაესწრნენ ფრაქცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლები.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
11 / აპრილი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 27 °C
img
სოხუმი 22 °C
img
ფოთი 19 °C
img
მესტია 15 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.