რეგიონი
ზუგდიდში 108 წლის ბებოს იუბილე და ქალთა დღე მიულოცეს
ზუგდიდის მკვიდრს ვენერა გაწერელიას დღეს 108 წელი შეუსრულდა. მუნიციპალიტეტის უხუცეს ქალს იუბილე და ქალთა საერთაშორისო დღე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიამ მიულოცეს.

ვენერა გაწერელია 1910 წელს ხობის რაიონის სოფელ ძველ ხიბულაში დაიბადა.


მას 6 შვილი, 14 შვილიშვილი, 28 შვილთაშვილი და 5 შვილთაშვილის შვილი ჰყავს. გაწერელია მეორე მსოფლიო ომის ზურგის მუშაკი იყო. ყველაზე მხცოვანი ქალი ზუგდიდის რაიონული საბჭოს პირველი მოწვევის დეპუტატიცაა.


მერია 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს ყოველწლიურად 500 ლარს ურიცხავს, იუბილარმა ეს თანხა უკვე მიიღო.



Print