რეგიონი
დასავლეთ საქართველოში ძლიერ ქარს პროგნოზირებენ
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალ დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარი, ზღვაზე კი 4–5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში მოთოვს, ზოგან შესაძლებელია ქარბუქი. რაც შეეხება ჰაერის მაქსიმალურ ტემპერატურას დღისით +10–12, მთიან რაიონებში + 7–9, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +14 გრადუსი იქნება.

Print