რეგიონი
ბენზინმზიდში უკანონოდ მოპოვებული ხის მასალა აღმოაჩინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის თანამშრომლებმა მორიგი პრევენციული ღონისძიების გატარების შედეგად, ხე-ტყის უკანონოდ და შენიღბულად გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს.



წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში მოძრავ ბენზინმზიდში, აღმოჩენილ სპეციალურად მოწყობილ სამალავში, წიწვოვანი სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი იყო განთავსებული.



უწყების ცნობით, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის ორგანოს გადაეგზავნება.

Print