რეგიონი
ბრიუსელში გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის საკითზე იმსჯელეს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინის შეხვდა, სადაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება განიხილეს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ევროკავშირი საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებს უმაღლეს შეფასებას აძლევს და ქვეყნის მხარდაჭერა კვლავაც გაგრძელდება. საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან უსაფრთხოების გამოწვევებზე, ევროინტეგრაციის პერსპექტივებსა და თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრა.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას, რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას. მხარეებმა აღნიშნეს, რომ აღმაშფოთებელია ყოფილი სამხედროს არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკული სიკვდილი და ის, რომ საოკუპაციო რეჟიმი ცხედრის გადმოსვენებას ამ დრომდე აფერხებს. შეშფოთება გამოთქვეს იმის გამოც, რომ ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებულ საქართველოს კიდევ ორ მოქალაქეს ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილს საოკუპაციო რეჟიმი ოკუპირებული ტერიტორიის დატოვების საშუალებას არ აძლევს.

ამასთან, საუბარი შეეხო, გასულ წელს, ხურჩაში გიგა ოთხოზორიას მკვლელობასაც. მხარეებმა აღნიშნეს, რომ აუცილებელია, გაძლიერდეს ძალისხმევა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომხდარი მკვლელობა დაუსჯელი კვლავ არ დარჩეს.

ფედერიკა მოგერინიმ კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა.

გარდა ამისა, მხარეებმა ხაზი გაუსვეს, რომ ვიზალიბერალიზაცია და ასოცირების შეთანხმების განხორციელება ევროკავშირისა და საქართველოს წარმატებული თანამშრომლობის ნათელი მაგალითია და ევროკავშირი მზადაა ურთიერთობების გასაღრმავებლად. აღინიშნა, რომ ევროკავშირს და საქართველოს აქვს ამბიციური დღის წესრიგი მომავალი წლისთვის. საქართველოს მიზანი კი ევროკავშირთან მაქსიმალური ინტეგრაციაა. 

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
25 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი, 27-29 აპრილს კი სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა იქნება.
25 / აპრილი 2024
ქალაქ ფოთის საკრებულოს დღევანდელი სხდომა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და პარტია „ახალის“ წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
25 / აპრილი 2024
აფხაზი ლიდერი ასლან ბჟანია ვარაუდობს, რომ დასავლეთი სანქციებს დაუწესებს რუსული ავიაკომპანიებს, რომლებიც სოხუმის აეროპორტში იფრენენ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 32 °C
img
სოხუმი 28 °C
img
ფოთი 29 °C
img
მესტია 18 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.