რეგიონი
ყაჩაღობა აბაშაში - წაღებულია 200 ათას ლარზე მეტი
გავრცელებული ინფორმაციით, 4 მარტს გვიან საღამოს ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული და ნიღბიანი ორი პირი შეიჭრა ჩოჩიების საცხოვრებელ სახლში და იარაღის მუქარით 200 ათას ლარზე მეტი თანხა გაიტაცა. ოჯახის ერთ-ერთი წევრი, სადაც ფული ინახებოდა, სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მენეჯერია. როგორც ჩოჩიოები აცხადებენ, ფულის ბანკში შენახვა ვერ მოასწრეს.

მომხდარ ყაჩაღობას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინტრო იძიებს. შსს-ს ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე 179-ე მუხლით აღიძრა, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. უწყებაში აცხადებენ, რომ ამ დრომდე დამნაშავეების დასაკავებლად ინტერნსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
Print