რეგიონი
სოხუმში ქალის მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
სოხუმის პროკურატურამ ვიქტორ ჯანბას მიმართ სისხლის სამართლის საქმე ორი მუხლით, მკვლელობისა და იარაღის უკანონოდ შეძენა - შენახვის ბრალდებით აღძრა. ამის შესახებ დე ფაქტო აფხაზეთის შსს ავრცელებს ინფორმაციას.

2018 წლის 11 მარტს, დაახლოებით 14 საათზა და 30 წუთზე სოხუმის ცენტრში 1978 წელს დაბადებულმა ვიქტორ ჯანბამ საყოფაცხოვრებო კონფლიქტის დროს 1987 წელს დაბადებულ გულზაგ მამედოვას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.

შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს „კალაშნიკოვის „ სისტემის ავტომატი და ვაზნები. ვიქტორი ჯანბა წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

აფხაზური მედიის ცნობით, ეჭვმიტანილი მოკლულის ქმარია. მკვლელობის შემდეგ, მამაკაცი სამართალდამცველებს თავად ჩაბარდა.


Print