ახალი ამბები
სამეგრელოში დიდი ოდენობით ყალბი ფულის დამზადებისთვის ერთი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის შენახვა-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ბრალდებულმა, სამეგრელოს რეგიონში 18 000 ლარის ოდენობის ყალბი ასლარიანი კუპიურა გაასაღა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამატებით ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული 11 ერთეული ყალბი ასლარიანი კუპიურა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

Print