რეგიონი
რუსული ქვედანაყოფებისთვის წებელდის სამხედრო ბაზაზე წვრთნები ჩატარდა
დე ფაქტო აფხაზეთში დისლოცირებული სამხრეთის სამხედრო ოლქის სადაზვერვო ქვედანაყოფებისთვის წვრთნები დასრულდა. სამხედრო მომზადების პროგრამის ფარგლებში წებელდის პოლიგონზე რუსმა სამხედრო მოსამსახურეებმა მთიანი, ტყიანი რელიეფის პირობებში ტაქტიკურ-სპეციალური, საინჟინრო და საცეცხლე მომზადება გაიარეს.

ღონისძიებაში 300 - მდე სამხედრო მოსამსახურე და 50 ერთეული სამხედრო ტექნიკა იყო ჩართული. მათ შორის, დაჯავშნული სადაზვერვო მანქანა „დოზორი“, ჯავშანტრანსპორტიორი „ტიგრი“ და კამაზის მარკის სატვირთო ავტომანქანა „მუსტანგი“.


Print