ახალი ამბები
ზუგდიდის მთავარ შადრევანს ცისფრად ღებავენ
ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე არსებული მთავარი შადრევნის ცისფრად შეღებვა მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა დაიწყო. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაოებს რამდენიმე დღე დასჭირდება.

“რაც შეეხება ფერს, ეს ფერი იმიტომ გადაწყდა, რომ ბულვარის ლურჯ ფერებთან შეხამებული ყოფილიყო”,-  უთხრეს რადიო “ათინათს”
მერიაში.



მათივე ცნობით, ავტოსადგურზე მდებარე გლობუსისა და კიდევ ორი ობიექტის შეღებვაც იგეგმება და მსგავს განახლების სამუშაოებს მერია წლის განმავლობაში პერიოდულად ასრულებს.
Print