რეგიონი
ზუგდიდში ქალაქის ტერიტორიაზე შიდა გზების შეკეთება იწყება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება, რაც გზების ორმულ შეკეთებას გულისხმობს. მერიის ცნობით, პირველ ეტაპზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები ბარამიას, კ.გამსახურდიას, თავისუფლების, მეუნარგიას, პუშკინის, ქუთაისის, მესხიას, თამარ მეფისა და ჯანაშიას ქუჩებზე ჩატარდება.

სამუშაოებისთის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 300 000 ლარამდეა გამოყოფილი.

მერიაში ამბობენ, რომ წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტის დასრულების შემდგომ, ამ გზების სრული რეაბილიტაცია იგეგმება.

Print