ახალი ამბები
გუშინ დაჭრილი მძიმედ მყოფი მამაკაცის მდგომარეობა გაუმჯობესდა
ზუგდიდში გუშინ დაჭრილი სამივე მამაკაცი ამ დრომდე ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში რჩება. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ საავადმყოფოს დირექტორმა ნიკა ჭეჟიამ განუცხადა. მისივე თქმით, მამაკაცი, რომელის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო, სტაბილურადაა და დღეს, სავარაუდოდ, მართვითი სუნთქვიდან მოიხსნება.

სამი ახალგაზრდა მამაკაცი ზუგდიდში გუშინ ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს. ერთ-ერთ მათგანს ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული.

შს სამინისტროს ცნობით, სამართალდამცავებმა ბრლადებული ცხელ კვალზე ფოთში დააკავეს. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს. დაკავებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში სამი ადამიანის დაჭრაში ბრალდებული დააკავეს


Print