ახალი ამბები
რუსი სამხედროების მიერ დაკავებულის ოჯახი დეტალების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს
რუსი სამხედროების მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული გიორგი ზარანდიას ოჯახი მისი დაკავების მიზეზების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. ზარანდიები ამბობენ, რომ გიორგი ერთი კვირის განმავლობაში თბილისში იმყოფებოდა და მათთვის უცნობია, რა მიზნით ცდილობდა ე.წ. საზღვრის გადაკვეთას. ზარანდიების ოჯახი ჯიხაშკარში ცხოვრობს.

რუსმა სამხედროებმა, სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, კერძოდ გალის რაიონში, საქართველოს მოქალაქე, ზუგდიდის მკვიდრი, ახალგაზრდა მამაკაცი გიორგი ზარანდია დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახური ავრცელებს. მას ბრალად „საზღვრის უკანონო გადაკვეთა“ ედება. აფხაზური მხარის ცნობით, მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

ამავე თემაზე:

რუსმა სამხედროებმა ზუგდიდის მკვიდრი დააკავეს
Print