ახალი ამბები
სუს: უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად ვმუშაობთ
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რუსი სამხედროების მიერ საქართველოს მოქალაქის დაკავებას ადასტურებენ და ამბობენ, რომ მის გასათავისუფლებლად მუშაობა უკვე დაწყებულია.

„დე-ფაქტო აფხაზეთში განხორციელებული ცხელი ხაზის მეშვეობით დადასტურდა საქართველოს მოქალაქის უკანონო დაკავების ფაქტი. ამის შესახებ ეცნობა ევროკავშირის სადამკვირებლო მისიას და მის გასათავისუფლებლად ვმუშაობთ“, - უთხრეს რადიო „ათინათს“ სუს-ში.

ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული გიორგი ზარანდიას ოჯახი მისი დაკავების მიზეზების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

რუსმა სამხედროებმა, სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, კერძოდ გალის რაიონში, საქართველოს მოქალაქე, ახალგაზრდა მამაკაცი გიორგი ზარანდია დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახური ავრცელებს. მას ბრალად „საზღვრის უკანონო გადაკვეთა“ ედება. აფხაზური მხარის ცნობით, მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

ამავე თემაზე:

რუსი სამხედროების მიერ დაკავებულის ოჯახი დეტალების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს
Print