ახალი ამბები
მერია: ცაიშში დაზიანებული დროშა გამოვცვალეთ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშის შემოსასვლელთან ქარის მიერ დაზიანებული დროშა გამოცვლილია. მერიის ინფორმაციით, ძლიერი ქარის გამო მისი შეცვლა მხოლოდ დღეს მოხერხდა.

დაზიანებული დროშის ფოტოები და ვიდეოები სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა, რასაც მომხმარებლების მხრიდან უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა.

მერიაში რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ დროშა პერიოდულობით, საჭიროებისამებრ იცვლება.

ამავე თემაზე:

მერია: ცაიშის გზაზე დაზიანებულ დროშას ქარის ჩადგომის შემდეგ შევცვლით

Print