რეგიონი
ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგეები თბილისში აქციას მართავენ
"არა დიდ კაშხლებს და დამანგრეველ ჰესებს!" - თბილისში, საკრებულოს შენობასთან აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს. აქცია იმერთება, ზემო და ქვემო სვანეთის, რაჭის და საქართველოს იმ სხვადასხვა კუთხეთა წარმომადგენლების ინიციატივით, სადაც ხელისუფლება ჰესების მშენებლობას გეგმავს.



ფოტო: "ლიბერალი"

აქციაში ასევე იღებენ მონაწილეობას საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, გარემოსდამცველები, მათ შორის ,- "სვანეთის ახალგაზრდული მოძრაობა", ქვემო სვანეთის ადგილობრივი გაერთიანება "ძალა ერთობაშია", რაჭის ადგილობრივი ორგანიზაცია, "მწვანე ალტერნატივა", "დემოკრატიის ინსტიტუტი", ლაშა ჩხარტიშვილი, დავით გულბანი, "აუდიტორი 115", "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრები", "ენერგოეფექტურობის ფონდი", ენერგეტიკოსი ვახტანგ ზარქუა, "უფლებადამცველთა ასოციცია".


წყარო: "ლიბერალი"

Print