ახალი ამბები
ზუგდიდში მოზარდის დაჭრის ფაქტზე საქმე აღიძრა
ზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე მოზარდის დაჭრის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. შემთხვევა მინი სტადიონზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ჭრილობა არასრულწლოვანს ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ის, იქვე მდებარე კორპუსში ცხოვრობს.

დაჭრილი რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი. საავადმყოფოს დირექტორის ნიკა ჭეჟიას ინფორმაციით, დაშავებულის მდგომარეობა, რომელიც გულ-მკერდის არეშია დაჭრილი, სტაბილურია. მედიკოსების თქმით, მას შინაგანი ორგანოები არ აქვს დაზიანებული და სამედიცინო გამოკვლევები უტარდება.

დანაშაულის ჩადენის მოტივი, ჯერჯერობით, უცნობია.

Print