რეგიონი
სოხუმი: 565 რეპატრიანტს სურს აფხაზეთში საცხოვრებლის მიღება
2017 წელს „აფხაზეთის მოქალაქეობა“ 382 - მა რეპატრიანტმა მიიღო. ამის შესახებ აფხაზური მედია იტყობინება. ამავე ცობით, ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების განსაკუთრებულ სურვილს იორდანიის აფხაზური დიასპორის წარმომადგენლები გამოთქვამენ.

"იორდანიიდან 80 - ზე მეტი, ხოლო თურქეთიდან 26 ადამიანი მზადაა აფხაზეთის რესპუბლიკაში ჩამოვიდეს საცხოვრებლად", - თქვა რეპატრიაციის საკითხებში „სახელმწიფო კომიტეტის“ თავმჯდომარე ბესლან დბარმა.

მისივე თქმით, იმ თანამემამულეებს, რომლებიც ბინებით უკვე დაკმაყოფილდნენ, თუმცა 2-3 წელია იქ არ უცხოვრიათ, ფართები ჩამოერთმევათ.

„დღესდღეობით 565 ადამინს სურს აფხაზეთში საცხოვრებლის მიღება და ჩვენ მათ მხარი უნდა დავუჭიროთ“ , – აღნიშნა ბესლან დბარმა დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე.

თავის მხრივ, რაულ ხაჯიმბამ რეპატრიაციის პროგრამის მიღების აუცილებლობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „ სამშობლოში დაბრუნებულებს განათლების, მედიცინის და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხებში დახმარება უნდა გაეწიოთ.“



Print