ახალი ამბები
წალენჯიხაში ხის მასალის შენიღბულად ტრანსპორტირების მორიგი ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის თანამშრომლებმა ხე- ტყის უკანონოდ და შენიღბულად ტრანსპორტირების მორიგი ფაქტი გამოავლინეს. 

უწყების ცნობით,  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში გაჩერებული ავტომობილის ძარაზე, საფუძვლიანი დათვალიერების შედეგად, 4.3 კუბური მეტრი წიწვოვანი სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი და ძელაკი აღმოაჩინეს, რომელიც შენიღბულად იყო განთავსებული სალონის უკანა მხარეს და ძარის ჭერის მთლიან სიგრძეზე.

მძღოლმა ვერ წარმოადგინა ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რის შემდეგაც ავტომანქანა დაილუქა. საქმის მასალები კი შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის ორგანოს გადაეგზავნება.

გასულ კვირაში ამავე უწყების თანამშრომლებმა ხის მასალა დაბა ჯვარში მოძრავ ბენზინმზიდში, სპეციალურად მოწყობილ სამალავში აღმოაჩინეს.

ამავე თემაზე:

ბენზინმზიდში უკანონოდ მოპოვებული ხის მასალა აღმოაჩინეს
Print