ახალი ამბები
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მძღოლის მდგომარეობა მძიმეა
ზუგდიდში, ხუბულავას ქუჩაზე ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. მოტოციკლის დაშავებული მძღოლი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

მედიკოსების ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. მას ამ ეტაზპე ტრავმული შოკი, პოლიტრავმა და გულმკერდის დახურული ტრავმა აღენიშნება. დაშავებულს გამოკვლევები ამ წუთებშიც უტარდება.

შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზები, ჯერჯერობით, უცნობია.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.


Print