ახალი ამბები
ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებულს ოპერაცია უტარდება (ვიდეო)
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ მოტოციკლის მძღოლს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. საავადმყოფოს ემერჯენსის მორიგე ექიმის ლაშა გრიგოლაიას ინფორმაციით, ის საოპერაციო ბლოკში სასწრაფო ჩვენებით მოათავსეს.

„პაციენტი შემოიყვანეს სხეულის მრავლობითი დაზიანებებით და მოტეხილობებით, ასევე, გულმკერდის დახურული ტრავმით. მდგომარეობის დასტაბილურების შემდეგ სასიცოხლო ჩვენების მიხედვით საოპერაციო ბლოკში მოათავსეს“, - აღნიშნა გრიგოლაიამ.

მედიკოსების ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა მძიმე რჩება. დაშავებული 35 წლამდე ასაკის მამაკაცია.

ხუბულავას ქუჩაზე ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტობილი რამდენიმე საათის წინ შეეჯახა. მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.


ამავე თემაზე:

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მძღოლის მდგომარეობა მძიმეა
Print