ახალი ამბები
გაგრის საავადმყოფოში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
გაგრის ცენტრალურ საავადმყოფოში 1981 წელს დაბადებული რამინ ხაშიგი მოკლეს. დე ფაქტო აფხაზეთის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ხაშიგს "მაკაროვის" ტიპის პისტოლეტიდან რამდენჯერმე ესროლეს. ის საავადმყოფოში დაჭრილი შეიყვანეს.

იმავე დღეს 1960 წელს დაბადებული ტუროპერატორი, მიხეილ ბარციცი ჩაცხრილეს. შემთხვევა დაახლოებით დღის 14:30 საათზე მოხდა.

აფხაზური მედიის ცნობით, ხაშიგი, რომელსაც ბარციცის მკვლელობაში ადანაშაულებდნენ, შურისძიების მიზნით სწორედ მისმა ნათესავებმა მოკლეს. 

ფაქტთან დაკავშირებით ჯერ არავინ დაუკავებიათ. დე ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურამ ორივე საქმე განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შენახვა-შეძენის მუხლით აღძრა.



Print