რეგიონი
უფლებადარღვეული ქალი და მოზარდების იმიტირებული პროცესი (ვიდეო)
ასოციაცია "ათინათის" ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში იმიტირებული პროცესი ჩატარდა, სადაც მოზარდებმა სისხლის სამართლის საქმე განიხილეს. კერძოდ, ქალის მიერ გაუფრთხილებლობით ჩადენილი მკვლელობის საქმე, რომელშიც ბრალდებულის უფლებების დარღვევა იყო გამოკვეთილი.

სასამართლო ნაფიცმსაჯულთა მონაწილეობით წარიმართა, რომლებმაც მკვლელობაში ბრალდებული ქალი გაამართლეს.

"ქალი, იმიტომ რომ მარტი ქალთა თვედ არის მიჩნეული. ჩვენ ამით გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ დღეს ქალების უფლებები ხშირად ირღვევა, რაც არასამართლიანია და ეს პრაქტიკა უნდა შეიცვალოს", - თქვეს ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლებმა.

ღონისძიება "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) ფარგლებში გაიმართა. პროგრამა დაფინანსებულია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ, მას საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG) ახორციელებს. სამეგრელოში პროექტის პარტნიორია ასოციაცია "ათინათი".


Print