ახალი ამბები
მინისტრებმა გურიფულში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ ფერომონი დაამონტაჟეს (ვიდეო)
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე გურიფულში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა აზიური მავნებლის წინააღმდეგ ფერომონი დაამონტაჟეს, რომელმაც ფაროსანა უნდა მოიზიდოს. სწორედ ამ ფერომონებზე დაკვირვების საფუძველზე დაიწყება მავნებლის წინააღმდეგ წამლობა.

„ეს არის პირველი ფერომონი, რომელიც მავნებელს მოიზიდავს, მარტსა და აპრილში კი მათ მუდმივად დავაკვირდებით. სულ საქართველოში 100 000-მდე ასეთი მოწყობილობა დამონტაჟდება, მათ შორის, „მოიზედე და მოკალი“ სისტემები ტყის პერიმეტრებზე“, - აღნიშნა სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ზურაბ ჩეკურაშვილმა.



ამის შემდეგ სოფლის მეურნეობისა და ინფრასტრუქტურის მინისტრებმა ადგილობრივების კითხვებს უპასუხეს. მათ შეკრებილებს ფაროსანას წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძიებები და გეგმები გააცნეს და მოუწოდეს, რომ მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად ჩაერთონ. „მარტო სახელმწიფომ რომ იმუშაოს, ისე არაფერი გამოვა“, - უთხრა მოსახლეობას ზურაბ ალავიძემ.

მანამდე, მთავრობის წარმომადგენლებმა შეხვედრები აბაშასა და სენაკში გამართეს.

ამავე თემაზე:

მინისტრი: წელს მოსავლის შენარჩუნება შესაძლებელია
Print