ახალი ამბები
გალის შეხვედრაზე მთავარი საკითხი ოთხოზორიას მკვლელობის საქმე იქნება
გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს. სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძის თქმით, განსაკუთრებული ყურადღება გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე გამახვილდება.

„ამ მიმართულებით, მოგეხსენებათ, რომ ლოგიკური გაგრძელება არ ყოფილა და საერთაშორისო მონაწილეებს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ აუცილებელია ბრალდებულის დასჯა და ამ საქმის ლოგიკურ ჭრილში დაბრუნება“, - აღნიშნა ქემოკლიძემ.

გარდა ამისა, დღეს მხარეები ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებზე, მათ შორის, გიორგი ზარანდიასა და მიხეილ წურწუმიაზე ისაუბრებენ. ყურადღება ბოლო ერთი თვის განმავლობაში საოკუპაციო ხაზზე, მიმდებარე ტერიტორიასა და ზოგადად, რეგიონში მიმდინარე მოვლენებზეც გამახვილდება.


Print