ახალი ამბები
ზუგდიდი-მესტიის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგა
ზუგდიდის-მესტიის საავტომობილო გზის ლაღურჯულას მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. მესტიის მუნიციპალიტეტის მერის კაპიტონ ჟორჟოლიანის ინფორმაციით, გზის გაწმენდითი სამუშაოები 2 საათზე მეტხანს გრძელდებოდა.

მისივე ინფორმაციით, მოძრაობა გზაზე გუშინ აღდგა.

"ამ წუთებში მესტიაში თოვს, თუმცა გზებზე პრობლემები არ არის", - უთხრა რადიო "ათინათს" ჟორჟოლიანმა.

ძლიერი ნალექის შედეგად ლაღურჯულას მონაკვეთზე კლდე ჩამოიშალა. წვიმამ პრობლემები შექმნა უშგულის მიმართულებითაც, სადაც მულახის თემში მეწყერი ჩამოიშალა.


ამავე თემაზე:

ზუგდიდი-მესტიის გზაზე მოძრაობა პარალიზებულია
Print