რეგიონი
ფოთის მერია: მალთაყვის ტერიტორიაზე ფიჭვები უნებართვოდ მოიჭრა
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მალთაყვის ტერიტორიაზე 4 ძირი ფიჭვი უნებართვოდ მოიჭრა. მათივე ცნობით, აღნიშნული ფაქტი არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლების მოკვლევის შედეგად დადგინდა.

„4 ძირი ფიჭვის ხის მოჭრა კერძო ტერიტორიაზე, მეპატრონის მიერ განხორციელდა, რაზეც ნებართვა მერიის აღნიშნული სამსახურის მხრიდან არ იყო გაცემული“, - აცხადებენ მერიაში.

რამდენიმე დღის წინ ფოთში, მალთაყვას ტერიტორიაზე ხეების მოჭრის ფაქტი დაფიქსირდა. კერძოდ გაჩეხილია ასწლოვანი ფიჭვები. არსებული ინფორმაციით, ტერიტორია კერძო საკუთრებას წარმოადგენს და მეპატრონე იქ სასტუმროს მშენებლობას გეგმავს. მესაკუთრე აცხადებდა, რომ ხეები უკანონოდ არ გაუჩეხია და ასწლოვანი ფიჭვების ჭრაზე შესაბამისი ნებართვა ჰქონდა.



Print