რეგიონი
ზუგდიდში საკრებულოს ეთიკის კოდექსზე იმსჯელეს
ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საკრებულოს ეთიკის კოდექსის პროექტი განიხილეს. მას დასამტკიცებლად საკრებულო უახლოეს სხდომაზე გაიტანს. კოდექსის პროექტის მიხედვით, დეპუტატი ვალდებულია:

დაიცვას საქართველოს, ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესები,

პატივი სცეს ადამიანის უფლებებსა და ღირსებას,

ანგარიშვალდებულია ამომრჩევლის წინაშე,

ვალდებულია დაიცვას ეთიკის ნორმები,

თავისი საქმიანობით გააუმჯობესოს საკრებულოს საქმიანობა,

სრულად უნდა გამოიყენოს თავისი ცოდნა და გამოცდილება,

აქტიურად ითანამშრომლოს მედიასათან და მიაწოდოს მას ინფორმაცია საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე,

ყველას მიმართ იყოს სამართლიანი და თავი უნდა შეიკავოს ჰომოფობიური და დისკრიმინაციული განცხადებებისგან,

საკრებულოს წევრმა უნდა დაიცვას საზოგადოებრივი ინტერესები,

არ დაუშავას კოლეგების, საკრებულოში წევრების და სხვა პირთა შეურაცხყოფა,

საკრებულოს წევრები არ უნდა იყენებდნენ დამამცირებელ და უხამს სიტყვებს,

დაუშვებელია პირადი დამოკიდებულებების სამსახურისთვის მიუღებელი ფორმით გამოხატვა,

საკრებულოს რესურსები უნდა იყოს გამოყენებული საჯარო სამსახურისთვის და ის არავითარ შაემთხვევაშია არ უნდა იყოს გამოყენებული რომელიმე პოლიტიკური პარტიის პირადი ინტერესების სასარგებლოდ.


საკრებულოს წევრების სამსახურეობრივ გადაცდომებს, ეთიკის საკითხთა დროებითი სამუშაო ჯგუფი შეისწავლის. გადაცდომის შემთხვევაში კი ის გაფრთხილებას და საყვედურს მიიღებს, რაც ოქმში აისახება და იქნება საჯარო.

განხილვას საკრებულოს, სხვადასხვა ფრაქციის, ოპოზიციური პარტიი წევრები და არსამთავრებო ორგანიზაციის წარმომადგენელბი ესწრებოდნენ.

საკრებულოს წევრებმა ეთიკის კოდექსის დამტკიცების აუცილებლობასა და რამდენიმე საკითხში ცვლილების შეტანის შესახებაც იმსჯელეს.

ეთიკის კოდექსი მოიწონეს ოპოზიციური პატიის წარმომადგენელებმაც. ისინი ამბობენ, რომ ის შეცდომები, რაც წინა საკრებულოს დროს იყო დაშვებული არ განმეორდება და ეს კოდექსი არ იქნება მხოლოდ ფურცელზე დაწერილი.

„ძალიან კარგია, რომ მივიღეთ ეთიკის კოდექსი. წინა საკრებულოსაც ჰქონდა , თუმცა გვახსოვს, „ქართული ოცნების“ რეაქციები კრიტიკაზე. ვერ ვიტყვი, რომ ეთიკის კოდექსმა მათ რამე ასწავლა. რაც შეეხაბა ახალი კოდექსის მუშაოებას, იმაზეა დამოკიდებული, რამდენად შეიგნებს „ქართული ოცნება“ იმას, რომ კრიტიკა არ ნიშნასვს მტრობას“, - აღნიშნა ენმ-ს ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ანა წითლიძემ.

რაც შეეხება, „ევროპული საქართველოს“ წევრს ბათლომე შელიას, მას მიაჩნია , რომ საკრებულო ეთიკის მერვე პუნქტს ვერ დაიცავს, რომლის თანახმადაც საკრებულოს რესურსი არ უნდა მოხმარდეს რომელიმე პოლიტიკურ პარტიას.

„ჩვენი პარტია მიესალმება ეთიკის კოდექსის მიღებას. ვიმედოვნებ, რომ ამის მერე შეიცვლება საკრებულოს წევრების ქცევის ნორმები და ურთიერთობები იქნება უფრო დახვეწილი, ვიდრე ეს არის დღეს “, - თქვა მან.

კოდექსის პრინციპები და ეთიკის საკითხთა სამუშაო ჯგუფის შესახებ ინფორმაცია დამსწრეებს საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე სანდრო სორდიამ გააცნო. სორდიას თქმით, აღნიშნული კოდექსი წინა საკრებულოსაც ჰქონდა და ახალი მის მიხედვით შემუშავდა, თუმცა მასში შესაძლოა დამტკიცებამდე გარკვეული ცვლილებები შევიდეს.

შეხვედრა NDI-ის ორგანიზებით გაიმართა.





Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
19 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20-22 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია უმეტესად თბილი და უნალექო ამინდი.
19 / აპრილი 2024
"ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მკვლელობებთან დაკავშირებით სამართლის აღუსრულებლობა დაუსჯელობის სინდრომს ქმნის და ახალისებს დანაშაულებრივ ქმედებებს",- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების
19 / აპრილი 2024
2023 წელს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ცხელი ხაზი 374-ჯერ გააქტიურდა. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში ვკითხულობთ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 13 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.