რეგიონი
ოთხოზორიას ოჯახმა ტატუნაშვილებს მიუსამძიმრა
გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრები სოფელ წილკანში ჩავიდნენ და ტატუნაშვილებს მიუსამძიმრეს. გამგზავრებამდე  მათ რადიო „ათინათს“ განუცხადეს, რომ სამძიმარზე პატივისცემის, თანაგრძნობის და თანადგომის ნიშნად ჩადიან.

გიგა ოთხოზორია 2016 წლის მაისში, ხურჩა-ნაბაკევის ე. წ. ადმინისტრაციულ საზღვართან, აფხაზმა მესაზღვრემ მოკლა.

ტატუნაშვილის ცხედარი 26 დღიანი მოლოდინის შემდეგ, 21 მარტს გამთენიისას საკუთარ ოჯახში გადაასვენეს. გარდაცვლილ სამხედროს 24 მარტს, სოფელ ქანდაში, სამხედრო პატივით დაკრძალავენ.


ფოტო: დათო ხურციძე


ამავე თემაზე:
გიგა ოთხოზორიას ოჯახი ტატუნაშვილის სამძიმარზე აპირებს წასვლას
Print