ახალი ამბები
სიტყვიერი შეურაცხყოფა და ხმაური - რას მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება ზუგდიდის საკრებულოში (ვიდეო)
„თქვენ ხართ პოლიტიკური მეძავები“, - ასე მიმართა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ანა წითლიძემ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარეს ბათლომე შელიას მას შემდეგ, რაც სხდომაზე ახალი ფრაქციის შექმნის განხილვა დაიწყო.

„ევროპულ საქართველოში“ „ენმ“-ის ყოფილი წევრი გელა თოლორაია ფრაქციის სამი წევრიდან ერთ-ერთი იქნება. სწორედ ამან გამოიწვია ენმ-ის გაღიზიანება.

„იმედი მაქვს, რომ თოლორაიას ეყოფა გამბედაობა და ვაჟკაცობა, რომ მოვიდეს სხდომაზე. ის არის მოღალატე და სუს-ის აგენტი“, - თქვა წითლიძემ.

შელიამ კი მას კორექტულობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ თოლორაია სხდომაზე დასწრებას აპირებს. მოგვიანებით კამათში ანაკლიის მაჟორიტარი დეპუტატი დათა შელიაც ჩაერთო, რაც შემდეგ ჩხუბსა და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ამავე თემაზე:

საკრებულოს თავმჯდომარისა და დაპირისპირებულების შეფასებები სხდომაზე მომხდარ ინციდენტზე (ვიდეო)

ზუგდიდის საკრებულოს წევრები სხდომაზე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ (ვიდეო)
Print