ახალი ამბები
საკრებულოს სხდომათა დარბაზს პირველი პრეზიდენტის სახელი ეწოდა
ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციაში არსებულ დარბაზს, სადაც საკრებულოს სხდომები ტარდება, ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭა. შესაბამისი გადაწყვეტილება საკრებულოს გუშინდელ სხდომაზე დეპუტატებმა ერთხმად მიიღეს. ინიციატივა ფრაქცია „კონსერვატორების“ ერთ-ერთმა წევრმა კონსტანტინე კაკავამ წარმოადგინა და აღნიშნა, რომ პირველი პრეზიდენტის სახელის მინიჭება წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომათა დარბაზისთვის მნიშვნელოვანია.



Print