რეგიონი
"ქართული რესურსი, ევროპული გამოცდილება" - შეხვედრა ზუგდიდში (ვიდეო)
ზუგდიდში არასამთავრობო ორგანიზაციის, „ჟურნალისტები ევროპული ინეტგრაციისთვის“ ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა. ვორქშოფს, სახელწოდებით „დაიმუხტე წარმატებით - ქართული რესურსი, ევროპული გამოცდილება“ ადგილობრივი და ევროპელი ფერმერები დაესწრნენ, რომლებმაც ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. საუბარი შეეხო აგროპროდუქციის წარმოების სპეციფიკას და გამოწვევებს, რომლებსაც ფერმერები წარმოების პროცესში აწყდებიან. ასევე, ყურადღება გამახვილდა პროდუქტის შეფუთვისა და მარკეტინგის საკითხებზე, ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებაზე და მის საექსპროტო პოტენციალზე, იმ ნაბიჯებზე, რაც აუცილებელია წარმატებული ფერმერული საქმიანობის დასაწყებად.

„ჩვენი ორგანიზაცია რამდენიმე თვის წინ დაარსადა და იგი საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ფინანსდება. მსგავსი შეხვდერები უკვე გავმართეთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში და მომავალშიც ვგეგმავთ. პროექტის მთავარი მიზანია, ევროპელმა და ქართველმა მეწარმეებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარონ. რაც ადგილობრივ მეწარმეებს მათივე წარმოებული პროდუქციის ევროპის ბაზარზე გატანას გაუადვილებს“, - აღნიშნა ღონისძიების ერთ -ერთმა ორგანიზატორმა მარი ჯავახიშვილმა.

კომაპანია „ნერგეტას“ წარმოამდგენელის თქმით, ის უკვე წლებია უცხოელი მეწარმეების რჩევებს ითვალისწინებს და მათი დახმარებით, სამაგრელოში წაერმოებულ კივის ევროპასა და იაპონიაში წარმატებულად ყიდის.

ვორქშოპს გერმანელი მეღვინე ჰილარიუს პუტციც ესწრებოდა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ადგილობრივ ფერმერებმა თანამედროვე მეთოდები შეისწავლონ, რათა მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვა და ევროპული სტანდარტების შესაბამისი პროდუქციის წარმოება შეძლონ.




Print