ახალი ამბები
"დედამიწის საათს" ფარგლებში ზუგდიდის ადმინისტრაციულ შენობებში შუქი გამოირთო
“დედამიწის საათს“ დღეს ზუგდიდიც შეუერთდა. 20:30 -დან 21:30- საათამდე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციისა და ზუგდიდის მერიის შენობებში შუქი გამოირთო.



ამ დროის განმავლობაში ელექტროგანათება ჩააქრეს სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა ადმინისტრაციულ შენობაშიც.



გარდა ამისა, “სკეით პარკში“ ღონისძიებაც გაიმართა.



„დედამიწის საათი“ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გარემოსდაცვითი აქციაა, რომელიც მეთერთმეტე წელია, ტარდება. ამ დროს მილიონობით ადამიანი ერთი საათით ელექტროენერგიის გამოყენებაზე უარს ამბობს და ამით პლანეტის მწვანე და უსაფრთხო მომავლის მხარდაჭერას გამოხატავს.


Print