ახალი ამბები
მამაკაცი, ვის სახლთანაც ჩვილი იპოვეს: შიშველი ბავშვი პოლიეთილენის პარკში იყო გახვეული
ზუგდიდში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მცხოვრები ზაურ ფიფია, რომლის სახლთანაც ახალშობილი ბიჭი იპოვეს, ამბობს, რომ ჩვილი პოლიეთილენის პარკში იყო გახვეული. ფიფიას ინფორმაციით, ბავშვი მისმა მეზობლებმა ნახეს:

,,მეზობლებმა დამიძახეს და მითხრეს, რომ ჭიშკართან, პოლიეთილენის პარკში ბავშვი იყო, გამოვედით და ვნახეთ ახალშობილი ბიჭი. ტიტველი იყო და ჭიპლარი ჰქონდა შემოხვეული. შევახვიეთ ნაჭერში და პოლიციაში დავრეკეთ. შემდეგ მოვიდა სასწრაფო და საავადმყოფოში წაიყვანეს“, - ამბობს ფიფია.

მიტოვებული ჩვილი გუშინ იპოვეს. ის ამჟამად ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული. მედიკოსების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. შს სამინისტრომ კი მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 127-ე მუხლით დაიწყო.


ამავე თემაზე:

ზუგდიდში ახალშობილი ქუჩაში იპოვეს
Print