ახალი ამბები
ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა
ზუგდიდში რამდენიმე წუთის წინ მეუნარგიასა და რუსთაველის ქუჩების კვეთაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერის სულხან ორჟონიას ინფორმაციით, ორივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია და მათ სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ.

შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო. 
Print