რეგიონი
სოხუმის რკინიგზასთან აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
სოხუმში, რკინიგზის სადგურთან მომხდარ აფეთქებას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ცხედარი ადგილობრივმა მცხოვრებლებმა იპოვეს და სამართალდამცავებს შეატყობინეს, ამის შესახებ „სპუტნიკ აბხაზიას“ დე ფაქტო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა ასლან კობახიამ განუცხადა.

„გარდაცვლილის ვინაობის დადგენა ამ ეტაპზე ვერ ხერხდება. ცხედარი მნიშვნელოვნად არის დაზიანებული“, - უთხრა მან ჟურნალისტებს.

კობახიამ დააზუსტა, რომ შემთხვევა რკინიგზიდან 50-70 მეტრში მოხდა. ის მოუწოდებს მოქალაქეებს, მომხდართან დაკავშირებით, რაიმე სახის ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, სამართალდამცავებს დაუკავშირდნენ.



Print